“ერთ-ერთი ცვლილება, რაც დღეს წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
„კანონმდებლობაში შევა ცვლილებები, ამაზე იმსჯელებს პარლამენტიც და ყველანაირად იქნება დაზღვეული ისეთი პრობლემა, რომ შავი სიისთვის თავის არიდება ვერ მოახერხონ კომპანიებმა. მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს და მიღებული იქნება მაქსიმალურად რაციონალური გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.


