უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა.
„მქონდა კარგი შესაძლებლობა, შევხვედროდი ჩემს ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიაზე. ჩვენი მოლაპარაკებები ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძეს შორის გამართული შეხვედრის პირდაპირი გაგრძელებაა.
განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო წრე, ჩვენი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, კერძოდ, სუამ-ში და პოლიტიკური ტენდენციები საერთო ღირებულებების სივრცეში, ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე.
ვაგრძელებთ ქართულ-უკრაინული დიალოგის გამჭვირვალე, პრაგმატულ და კონსტრუქციულ განვითარებას“, – წერს სიბიგა „X-ზე“.


