„რეალურად, ბევრი ექსპერტი — როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი — აღნიშნავს, რომ გარკვეულწილად იწყება პროცესი, რომელსაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ „ახალი თეირანი–იალტა–პოტსდამი“ – ზაზა შათირიშვილი ტრამპის ჩინეთში ვიზიტზე

6

„რეალურად, ბევრი ექსპერტი — როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი — აღნიშნავს, რომ გარკვეულწილად იწყება პროცესი, რომელსაც შეიძლება პირობითად ვუწოდოთ „ახალი თეირანი–იალტა–პოტსდამი. თუმცა, რადგან ეს არ არის მეორე მსოფლიო ომის ტიპის კონტექსტი, არამედ განსხვავებული საერთაშორისო რეალობა, ეს შედარება მხოლოდ სიმბოლური ხასიათისაა“, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„ჩვენ თვალს ვადევნებდით დონალდ ტრამპის ორდღიან ვიზიტს ჩინეთში, რომელიც დღეს დასრულდა, და ამის შემდეგ უკვე დაიგეგმა ვლადიმერ პუტინის ჩინეთში ჩასვლაც. უკვე თარიღიცაა განსაზღვრული და შეხვედრების გრაფიკიც შედგენილია. თუმცა ამ ეტაპზე ამის შესახებ ძირითადად ჩინურ პრესაში იწერება, მაშინ როდესაც რუსულ პრესაში ჯერ ამაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა რადგან ჩინურმა პრესამ დაწერამ, ესე იგი უკვე ოფიციალურად დადასტურებულია.

ამგვარი ერთმანეთთან ახლო დროში განხორციელებული ვიზიტები მსოფლიოს წამყვან ლიდერებს შორის, რომლებსაც შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით „ზევსი“, „პოსეიდონი“ და „ჰადესი“ ვუწოდოთ, განსაკუთრებით საყურადღებოა და გლობალური პროცესების თვალსაზრისით ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.