„17 მაისი მხოლოდ ოჯახური სიწმინდის დღე არ არის — ეს ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და ტრადიციების პატივისცემის დღეა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღეზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის სიმბოლოდ ქცეული თარიღი, რომელიც მისმა უწმინდესობამ, აწ განსვენებულმა ილია მეორემ, დააწესა, რათა კიდევ ერთხელ შეგვახსენოს ოჯახის, სიყვარულისა და ეროვნული ღირებულებების მნიშვნელობა.
ვფიქრობ, თითოეული ქართველი ვალდებულია, ამ დღეს შეუერთდეს და ამით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსიროს, როგორც ოჯახური სიწმინდის, ურთიერთპატივისცემისა და ქართული ფასეულობების ერთგულმა“, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.


