„აწ გარდაცვლილმა პატრიარქმა, ილია მეორემ, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ჩვენ, ქართველებს დაგვიტოვა 17 მაისი — ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, რომელიც გუშინ მასშტაბურად აღინიშნა და პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დაუსვა წერტილი სკეპტიკოსთა კითხვას, სად მიდის საქართველო და სად დგას“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„საქართველო დგას ქრისტიანული ღირებულებების გარშემო.
ჩვენ ვნახეთ, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ხალხის ტევა არ იყო — ქუჩები გადაჭედილი გახლდათ და, ალბათ, ოჯახი არ დარჩენილა, რომელიც ქუჩაში არ გამოსულიყო.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საზოგადოებისთვის 17 მაისი არა მხოლოდ თარიღი, არამედ ერთიანობის, ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის გამოხატულებაა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


