„ვიღაც შლეგმა საპატრიარქოს შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია, თან, როგორც თვითმხიველებმა აღნიშნეს, მძღოლი შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა ეკლესიისა და პატრიარქის მისამართით“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
„აი, ეს არის შედეგი იმ ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიური პროპაგანდის, რასაც უცხოელი პატრონების დავალებით აწარმოებს დესტრუქციული ოპოზიცია და მათ მიერ მართული მედია, მაგრამ ჩვენს რელიგიას, ეკლესიასა და პატრიარქს ვერ მოერევიან, რაც ილია ll-ის დაკრძალვამ და ახალი პატრიარქის, შიო lll-ის მიმართ ხალხის დიდმა სიყვარულმა დაგვანახა“, – წერს ფოჩხუა.


