26 მაისთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე საზეიმო ბანერები განთავსდა

28

საქართველოს პარლამენტის შენობაზე, 26 მაისთან დაკავშირებით, საზეიმო ბანერები განთავსდა.

ფასადზე გამოიფინა საქართველოს დროშა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ბანერები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.