“საქართველოს რკინიგზამ” ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მგზავრებს მატარებლებში მიულოცა. ინფორმაციას “საქართველოს რკინიგზა” ავრცელებს.
26 მაისისა და საქართველოს რკინიგზის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს.
დღესვე, 17:10-ზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის ყველა მოძრავ შემადგენლობასა და სადგურებში საქართველოს ჰიმნი შესრულდა.


