კოტე ჟღენტი: „ასეთი თარიღები, როგორიცაა დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ყოველთვის ვერიდები იმის თქმას, რომ ვინმეს ვჯობივართ, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც ქართველები მართლაც განსაკუთრებულები ვართ“

54

„ასეთი თარიღები, როგორიცაა დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ყოველთვის ვერიდები იმის თქმას, რომ ვინმეს ვჯობივართ, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც ქართველები მართლაც განსაკუთრებულები ვართ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, კოტე ჟღენტმა განაცხადა.

„ასეთი თარიღები, როგორიცაა დამოუკიდებლობის დღე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ყოველთვის ვერიდები იმის თქმას, რომ ვინმეს ვჯობივართ, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც ქართველები მართლაც განსაკუთრებულები ვართ.

მაგალითად, ჩვენი დამოკიდებულება ეკლესიისა და რელიგიის მიმართ — საკითხი, რომელზეც პრაქტიკულად ყველა არსებული კითხვა მოიხსნა ბოლო მოვლენების შემდეგ. ვგულისხმობ პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების დღეებსა და შემდგომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესს, ასევე 17 მაისს — ოჯახის სიწმინდის დღეს.

აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში არსებობს თემები და ღირებულებები, რომელთა ეჭვქვეშ დაყენება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, ვინ შეეცდება ამას — რადიკალური ძალები, მათი ტრენერები, მასწავლებლები, უცხოელი აქტორები თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა კოტე ჟღენტმა.