„გუშინ მართლაც დიადი დღე იყო — ეს იყო ბოლო 35 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 26 მაისი, რადგან იგრძნობოდა სახეცვლილი სახელმწიფო: ქვეყანა, რომელმაც ობიექტის როლიდან სუბიექტის პოზიციაზე გადაინაცვლა და დღეს უკვე მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრს წარმოადგენს“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
„26 მაისი თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული თარიღია — დღე, რომელიც თავისუფლების, სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული ღირსების სიმბოლოდ იქცა. ეს არის თარიღი, რომელიც გვახსენებს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ჩვენი ხალხის სიმტკიცესა და სახელმწიფოს იდეის მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ, წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და ისტორიული იყო — ასეთი განცდა და ასეთი მუხტი ჩვენს ქვეყანას აქამდე არ ჰქონია.
ეს იყო ბოლო 35 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 26 მაისი, რადგან იგრძნობოდა სახეცვლილი სახელმწიფო: ქვეყანა, რომელმაც ობიექტის როლიდან სუბიექტის პოზიციაზე გადაინაცვლა და დღეს უკვე მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრს წარმოადგენს. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო განცდა, რომ ეს პროცესი მხოლოდ დასაწყისია და საქართველოს წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპები ელის“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


