თორნიკე ფაღავა: „პოსტივის“ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ ქართული საზოგადოების ინფორმაციულ უზრუნველყოფაში. გლობალური სამხედრო დაპირისპირების პირობებში ალტერნატიული, ე.წ. ქაუნთერ ნარატივისგან განსხვავებული ინფორმაციის არსებობა კი საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მთავარ საშუალებას წარმოადგენს სწორი დასკვნების გასაკეთებლად“

41

„მე არ ვთვლი, რომ „პოსტივი“ პატარა ტელევიზიაა. პირიქით, ამ ტელევიზიას ძალიან სერიოზული როლი აქვს 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ ქართული საზოგადოების ინფორმაციულ უზრუნველყოფაში“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თორნიკე ფაღავამ ქართული დამოუკიდებელი ტელევიზიების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

„მე არ ვთვლი, რომ „პოსტივი“ პატარა ტელევიზიაა. პირიქით, ამ ტელევიზიას ძალიან სერიოზული როლი აქვს 2022 წლის ომის დაწყების შემდეგ ქართული საზოგადოების ინფორმაციულ უზრუნველყოფაში.

ასეთ პირობებში, როდესაც ადგილი აქვს გლობალურ სამხედრო დაპირისპირებას, ალტერნატიული, ე.წ. ქაუნთერ ნარატივისგან განსხვავებული რეალური ინფორმაციის არსებობა საზოგადოებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ საშუალებას სწორი დასკვნების გასაკეთებლად — განსაკუთრებით იმ გარემოში, რომელშიც საქართველო იმყოფება“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.