დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას წერილზე: „ლევინსკისა და კლინტონის საქმეში ერთადერთი „მოწმე“ საქსაფონი იყო, თუმცა მხარდამჭერებმა ეს ამბავი ისე „გააბაზრეს“, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო. მსგავსი რამ გააკეთა სააკაშვილმაც გვარამიასთან მიმართებით, დღეს კი მელიამ სააკაშვილს იგივე პასუხი დაუბრუნა“

37

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „პოსტივის“ ეთერში ნიკა მელიას ციხიდან გავრცელებულ წერილს გამოეხმაურა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებს და ამბობს, რომ „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია“.

„ლევინსკისა და კლინტონის საქმეში ერთადერთი „მოწმე“ საქსაფონი იყო, თუმცა კლინტონის მეგობრებმა და მხარდამჭერებმა ეს ამბავი ისე „გააბაზრეს“, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო. მსგავსი რამ გააკეთა სააკაშვილმაც გვარამიასთან მიმართებით. დღეს კი მელიამ სააკაშვილს იგივე პასუხი დაუბრუნა“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.