7 ივნისს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება

26

7 ივნისს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს.