მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების შესახებ: „გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც, რომ არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა“

39

„მინდა, შევუერთდე გამოთქმულ მადლობას მშობლების კონსტრუქციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილებების მისაღებად და აუცილებელი ფორმატია თანამშრომლობისა. მინდა, პირადად პრემიერ-მინისტრს გადავუხადო მადლობა პირადი ჩართულობისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

„საკმაოდ დიდი ხანია, რაც გვაქვს ამ თემებთან დაკავშირებით კონსულტაციები და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დღევანდელ დღემდე მისულიყო პროცესი. გაგრძელდება მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში; ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმისთვის, რომ არა მხოლოდ მედიკამენტების მიმართულებით, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც არსებობდეს ბავშვების და პაციენტების საუკეთესო ინტერესის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისა და დაცვის შესაძლებლობა. ყველა სიახლის შესახებ და მიმდინარეობის შესახებ, უპირველესად, ინფორმირებული იქნებიან მშობლები, პაციენტები და საზოგადოებასაც შესახებ ექნება სრული ინფორმაცია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.