აშშ-ის საელჩო: „ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ამერიკელ ჯასტინ გეიჯისა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება“

7

„14 ივნისს, ამერიკის 250-ე დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართება ღონისძიება, რომელსაც, ვიცით, რომ საქართველოშიც ისეთივე ინტერესით მიადევნებენ თვალს, როგორც ამერიკაში“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ისტორიაში პირველად, თეთრი სახლი უმასპინძლებს MMA ბრძოლას, რომლის მთავარი შერკინებაც ამერიკელ ჯასტინ გეიჯისა და ქართველ ილია თოფურიას შორის გაიმართება.
UFC-ს ისტორიული Freedom 250 საბრძოლო სერია თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.