სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი „BMG-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„BMG”, ისაკაძის კანტორა, „მოწოდების სიმაღლეზე” – როგორც ყოველთვის.
შეგახსენებთ: ეს ის გიორგი ისაკაძეა, რომელმაც “ქართუს” გაკოტრების საქმეზე საკუთარი ბრალი აღიარა და ბოდიშიც მოიხადა.
დღეს მისი მიზანი და დავალებაა, საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები გააჩინოს და ქვეყანა დააზარალოს.
როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ, და როცა კონკრეტული ინსტიტუტები, ვიღაცის ან რაღაცის წაქეზებით, საქართველოს ინტერესების დასაზარალებლად პროგნოზებს ტენდენციურად აკეთებენ, მაშინ პირიქით – მაშინვე აცხობენ ნიუსებს. თან როგორ უხარიათ: რეგიონის ქვეყნების ზრდა დიდი იქნება, საქართველოსი – არაო. სინამდვილეში, წინა წელსაც, იმის წინა წელსაც და იმის წინა წელსაც საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გაუსწრო – ასე იქნება წელსაც, ისაკაძის სამწუხაროდ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”, – წერს კუჭაშვილი.


