შალვა პაპუაშვილი: “გვარამია არის გამზადებული ვასალი, რომელიც თავს სთავაზობს სხვადასხვა უცხოურ ქვეყანას, რათა მათ ინტერესებს მოემსახუროს”

8

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადება მედიასთან შეაფასა.

„საქართველო, პირველ რიგში, უნდა მოქმედებდეს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ვინმეს სხვა თუ უნდა, მაშინ „ნაცები“ მოიყვანონ ხელისუფლებაში და მაშინ მოემსახურებიან სხვა ხალხის ინტერესებს და არა ქართველი ხალხის ინტერესებს.

მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის საქართველოს ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში გატარდება ქართველი ხალხის ინტერესები. ეს არის ამოსავალი წერტილი სუვერენულ ქვეყნებს შორის საერთო ინტერესების ძიებისა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: გვარამია მორიგ შეკვეთილ, მოღალატეობრივ სტატიას აქვეყნებს და მოუწოდებს ტრამპის ადმინისტრაციას, არ მოახდინონ საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვა.