შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივის შესახებ, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს: “ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის”

8

“მე მგონი, ეს ხალხი, რომელიც დღეს, პარტია „საქართველოს“ სახელით, პარლამენტშია, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ, ჩემი აზრით, გაქცეული გახარია, უბრალოდ, გარედან დასცინის”, – ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

„ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ, რომელიც მათ საწინააღმდეგოდაა. ამას წინათ დააინიციირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მათ ეხება, მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. მხილებულია გიორგი გახარია. სწორედ იმ ტრაგიკულ შემთხვევებზე, რაც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას მისი ხელმძღვანელობით, მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება და გაქცეულია ეს ადამიანი. მაინც და მაინც ამ საკითხებს რატომ აყენებენ ეს ადამიანები, არ ვიცი. ითქვა არაერთხელ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: გახარიას პარტია მშვიდობიანი აქციის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ინიციატივით შედის.