შალვა პაპუაშვილი 20 ივნისს დაგეგმილი მარშის შესახებ: “გამოვიდნენ. მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება”

6

“2019 წელს იყო პარლამენტზე ძალადობრივი შტურმი, რომელიც მხარდაჭერილი იყო გარედან და რომელზეც პანიკა ატეხა შემდეგ ზოგიერთმა უცხოელმა. გვახსოვს მაშინ სხვადასხვა ადამიანის ქცევა. საბოლოო ჯამში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი საქართველოს პარლამენტზე”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

20 ივნისს დაანონსებულ მარშთან დაკავშირებით პაპუაშვილმა აღნიშნა:

„კი ბატონო, გამოვიდნენ, მოძალადეების აქცია საინტერესო სანახავი იქნება. გამოვიდნენ, შევხედოთ, ვინ არიან საქართველოში ძალადობის მომხრეები. ეს ჩვეულებრივი რადიკალური იდეების მხარდამჭერი აქცია იქნება“.