„საქართველოს არ გააჩნია ნავთობი და არც მდიდარი სასარგებლო წიაღისეული, თუმცა მისი უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული მდებარეობა და მზარდი ლოგისტიკური პოტენციალი ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო სატრანზიტო პროცესებში“, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.
„თუ განვიხილავთ დერეფნის იდეას, ეს არის ერთი სარტყლისა და ერთი გზის კონცეფცია — ჩინური ინიციატივა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური ლოგისტიკური ქსელისთვის. საქართველო სწორედ იმ ვექტორზე მდებარეობს, რომელიც ამ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტს უკავშირდება. ამიტომ, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, საქართველოს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩინეთისთვისაც.
იგივე შეიძლება ითქვას ბაქო-ჯეიხანის პროექტზე: საქართველოს არ გააჩნია ნავთობი და არც მდიდარი სასარგებლო წიაღისეული, თუმცა მისი უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული მდებარეობა და მზარდი ლოგისტიკური პოტენციალი ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო სატრანზიტო პროცესებში.
მთავარია, ზუსტად გავიაზროთ, სად არის ჩვენი რეალური სარგებელი და როგორ წარმოვაჩინოთ სწორად ჩვენი უპირატესობები. ერთ-ერთი ასეთი მთავარი უპირატესობა სწორედ ლოგისტიკური შესაძლებლობებია“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.


