„ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული და გონივრული პოლიტიკის შედეგად, სულ უფრო მეტ სახელმწიფოს უჩნდება სურვილი, საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები განავითაროს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ალადაშვილმა განაცხადა.
„სერბეთის პრეზიდენტისა და მისი დელეგაციის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. სერბეთი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, რომელთანაც მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს. ჩვენი გუნდი გამოხატავს მზადყოფნას, კიდევ უფრო გააღრმავოს ეს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, უპირველეს ყოვლისა კი — ეკონომიკური თვალსაზრისით.
აღნიშნული ვიზიტი ცხადყოფს, რომ ისინიც მზად არიან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა. ნათლად ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული და გონივრული პოლიტიკის შედეგად, სულ უფრო მეტ სახელმწიფოს უჩნდება სურვილი, საქართველოსთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები განავითაროს.
ეს ვიზიტიც სწორედ ამის ნათელი მაგალითია და ჩვენ მას მივესალმებით“, – განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.


