საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.
„მჯერა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრობისა და ძმობის გაფრთხილებას და რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო მაღალ დონეზე იქნება, ვიდრე დღეს არის“, – წერს ვუჩიჩი სოციალურ ქსელ „X-ში“.


