“მადლობას ვუხდი საქართველოს იმ მიღწევისთვის, რომელიც ეროვნული პოზიციის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით აჩვენა”, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
„ძალიან ბევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ძალიან გაკვირდებათ, ყურადღებით სწავლობს საქართველოში არსებულ მიდგომებს და ისინი ცდილობენ, რომ გაუმჯობესდნენ”, – აღნიშნა ალექსანდარ ვუჩიჩმა.


