„უდიდესი საფრთხე და პრობლემა სწორედ იქ იწყება, როდესაც ამბობენ, თითქოს აღნიშნული იდეოლოგია ნორმაა, ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და სექსუალური ორიენტაციის არჩევანიც მცირე ასაკიდანვე მივცეთ. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი პროცესი, რადგან დამღუპველ ზეგავლენას მოახდენს მომავალ თაობებზე“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ გადაცემაში „ლიბერალიზმის ანატომია“ ლგბტ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა გავიხსენო ჩემი ბოლო ვიზიტი ბრიუსელში, რომელიც ივნისს — ე.წ. პრაიდის თვეს დაემთხვა. რაც იქ ვნახე, ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა რეალურად მივხვდი, რომ საქმე გაცილებით სერიოზულ, სიღრმისეულ პრობლემასთან გვაქვს. მთელი ქალაქი ცისარტყელას დროშებით იყო მოფენილი. თუმცა, ყველაზე თვალშისაცემი და პარადოქსული მაინც ის იყო, რომ ქვეითთა გადასასვლელი „ზებრაც“ კი, რომელიც მთელ მსოფლიოში შავ-თეთრია, ცისარტყელას ფერებში შეეღებათ. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად ღრმად არის გამჯდარი და რამდენად პროპაგანდისტულია ეს საკითხი.
ზოგადად საით მიდის ეს პროცესი? ამ ყველაფრის კულტივაცია ეტაპობრივად ხდებოდა. განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული ყოველთვის არსებობდნენ და მომავალშიც იარსებებენ, მაგრამ გასულ საუკუნეში მათ იძულებით, ჰორმონოთერაპიით მკურნალობდნენ. დღეს კი, ფაქტობრივად, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდით.
უდიდესი საფრთხე და სიღრმისეული პრობლემა სწორედ იქ იწყება, როდესაც ამბობენ, რომ ეს არის ნორმა, ეს ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და სექსუალური ორიენტაციის არჩევანიც მცირე ასაკიდანვე მივცეთ. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი პროცესი, რომელიც პირდაპირ დარტყმას აყენებს ბავშვების ფსიქიკას და დამღუპველ ზეგავლენას ახდენს მომავალ თაობებზე“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


