ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები და მათი ოჯახების წევრები: „ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია. Betsson sport-ს, გიორგი კალატოზსა და მათ კოლეგებს ვთხოვთ, ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს“

24

ონკოპაციენტი ბავშვების მშობლები და მათი ოჯახების წევრები განცხადებას ავრცელებენ. განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ იუმორისტულ „სკეტჩს“ ეხება, სადაც მონაწილეების მხრიდან ლეიკემიით დაავადებული პირების მიმართ დამცინავი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩანს.

„მიუხედავად ჩვენი შვილების უმძიმესი დაავადებებისა და პირადი ტრაგედიებისა, იუმორი არ დაგვიკარგავს და ჩვენც გვეცინება ხარისხიან ხუმრობებზე, მდაბიო იუმორს გვერდს ვუვლით, თუმცა მსგავსი შეურაცხმყოფელი და მკურნალობის შედეგად დამდგარი ვიზუალური დაზიანებების სასაცილოდ წარმოჩენა ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ვგმობთ მსგავს დამცინავ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებებს ჩვენი შვილების და თითოეული ონკოპაციენტის მიმართ და გადაცემის ავტორებსა და წამყვანებს, მათ შორის: Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს, ნიკა შევარდნაძესა და მათ კოლეგებს ვთხოვთ, გაიაზრონ და ბოდიში მოუხადონ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:
ნინი მთვარაძე
მარიამ მითაიშვილი
თამუნა ჩახმახაშვილი
ნინო ელბაქიძე
სოფო ელოშვილი
თაკო თეზელაშვილი
ირმა გოგოლაძე
ირმა შენგელია
ინგა იაკობაძე
მეგი წაქაძე
ელზა ფარცვანია
ნათია ხიზამბარელი
ნანიკო ტორონჯაძე
დარეჯან სურმანიძე
ლია მესხიძე
ლალი ნარუშვილი
ანნა სააკაძე
ლელა ლომიძე
მევლუდი ჩულუხაძე.