ასოციაცია „ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი სოფიკო ფირანიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ე.წ. სკეტჩს ეხმიანება, რომელშიც ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ და მაყურებელთა გასამხიარულებლად იყენებენ.
“ეს რა თქვეს? თქვენც იგივე გესმით, რაც მე?
სპონსორია TBC. “თიბისი”, წლებია, ხან რომელი ონკოპაციენტი გირეკავთ, ხან – რომელი და ერთი თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი? ჩვენდამი ასეთი “ხუმრობები”?!
ეს რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ?!”- წერს სოფიკო ფირანიშვილი.


