გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი იუთუბერების მიერ ლეიკემიით დაავადებულთა დაცინვის შესახებ: „ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ. სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან. ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში“

30

ლეიკემიით დაავადებულთა შესახებ იუთუბერების დაცინვის ვიდეოს გარდაცვლილი ონკოპაციენტის მშობელი, ელზა ფარცვანია ეხმაურება.

„ვინ ხართ? საიდან მოხვედით? აზრზე ხართ საერთოდ ამ ცხოვრების? ვგმობ მსგავს „ხუმრობას“ თუ „დაცინვას“. ჩემი 13 წლის ანგელოზის ერთი ღერი თმის ფასად არ ღირხართ. სამარცხვინოა თქვენი ადამიანობა. ჩემი ანგელოზი გოგო თმის გარეშე გავაცილე ამ ქვეყნიდან, ეს მათხოჯები კი ხუმრობენ. ჩემი შვილის და ყველა ონკოპაციენტის წინაშე მოიხადეთ ბოდიში. თუმცა, მჯერა, რომ არც ხუმრობის ფასი იცით და არც ბოდიშის ფასი გეცოდინებათ, სამწუხაროდ“, – წერს გარდაცვლილი გოგონას მშობელი.