„რეგიონში შობადობის ყველაზე მაღალი დონე საქართველოშია, თუმცა სიკვდილიანობა მაინც მეტია — ეს მოსახლეობის დაბერების გამოძახილია და ამას უცებ და მარტივად ვერ მოაგვარებ, კომპლექსური ნაბიჯებია საჭირო“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ დემოგრაფიულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„რეგიონში შობადობის ყველაზე მაღალი დონე უკვე საქართველოშია — აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, რუსეთსა და ირანშიც კი ეს მაჩვენებელი ჩვენზე ცოტათი დაბალია. მიუხედავად ამისა, ჩვენთან შობადობის დონე ობიექტურად მაინც დაბალი რჩება და სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს. რატომ ხდება ასე? ეს არის გამოძახილი იმისა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.
ეს უმძიმესი პრობლემაა, სხვათა შორის, ამ საკითხზე პატრიარქმაც არაერთხელ ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს არ არის ისეთი გამოწვევა, რომელსაც უცებ და მარტივად მოაგვარებ — დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად სახელმწიფოებრივი ღონისძიებების მთელი წყებაა საჭირო“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.


