ნოდარ კაპანაძე: „ევროკავშირში გაწევრიანება 85%-ს უნდა, მაგრამ ლგბტ დღის წესრიგით ეს ციფრი 12%-მდე ჩამოდის – ქართველი ხალხის არჩევანი ნათელია“

33

„ევროკავშირში გაწევრიანება 85%-ს უნდა, მაგრამ ლგბტ დღის წესრიგით ეს ციფრი 12%-მდე ჩამოდის — ხალხის არჩევანი ნათელია“, – ამის შესახებ სტატისტიკოსმა, ნოდარ კაპანაძემ განაცხადა.

„ახლა მიდის შანტაჟი ვიზების შესაძლო გაუქმებაზე. დავუშვათ და გააუქმეს ვიზები, მაგრამ მოდით, პირდაპირ ვთქვათ — რას ითხოვენ ამის სანაცვლოდ? ვიზების შენარჩუნებისთვის ისინი პირდაპირ ჩვენი კანონების გაუქმებას ითხოვენ.

მე ადრე ჩავატარე გამოკითხვა, თუ რამდენი ადამიანია საქართველოში ევროკავშირისა და ნატოს მომხრე. პირველ, ზოგად კითხვაზე — გსურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა — მოსახლეობის 85 პროცენტი დადებითად პასუხობს და ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, როდესაც დასმულია დამაზუსტებელი კითხვა — გსურთ თუ არა ევროკავშირის წევრობა ლგბტ დღის წესრიგით? — დადებითი პასუხების მაჩვენებელი 12 პროცენტამდე ჩამოდის. ანუ, მხარდაჭერა 85%-დან 12%-მდე მცირდება.

დაახლოებით იგივე სურათია ნატოს წევრობასთან დაკავშირებითაც. ზოგად კითხვაზე დადებითი პასუხი 85-86 პროცენტს აქვს, მაგრამ როდესაც არჩევანი დამაზუსტებელ კითხვაზე გადადის — ნატოს წევრობა თუ ტერიტორიული მთლიანობა? — ნატოში გაწევრიანებას ტერიტორიულ მთლიანობას მხოლოდ 15 პროცენტი ამჯობინებს.

აქედან გამომდინარე, ქართული საზოგადოების რეალური არჩევანი უკვე აბსოლუტურად ნათელია“, – განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.