თბილისში საქართველოსა და უზბეკეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა, ლაზიზ კუდრატოვმა გახსნეს.
ბიზნესფორუმს უზბეკეთის მხრიდან 70-მდე კომპანია ესწრება მშენებლობის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ფარმაციის, ტექსტილისა და სხვა საკვანძო სექტორებიდან.
საქართველოდან ფორუმში 250-მდე კომპანია მონაწილეობს.
ბიზნესფორუმზე გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოსა და უზბეკეთის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ფორუმის დასკვნით ნაწილში B2B შეხვედრები გაიმართება.
ბიზნესფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და უზბეკეთის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო.


