„ახალგაზრდებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას!“ – წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
„წარმატებებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყოფილიყოს ეს დღე თქვენს ცხოვრებაში. მჯერა, რომ შეძლებთ საკუთარი ცოდნისა და უნარების ღირსეულად წარმოჩენას. გჯეროდეთ საკუთარი თავის, დაისახეთ ყველაზე გრანდიოზული მიზნები, იშრომეთ მის მისაღწევად და შედეგებით გამოადექით ჩვენს სამშობლოს!
ჩვენ გვჯერა თქვენი!“ – წერს კალაძე.


