დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატებისთვის NATO-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება აბსურდულია

19

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, შტატებისთვის NATO-ს წევრ ქვეყნებთან ცალმხრივი ურთიერთობის გაგრძელება აბსურდულია.

აღნიშნული პოზიცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და თან დაურთო დიაგრამა, რომელიც ალიანსის წევრი ქვეყნების ფინანსურ წვლილს ასახავს.

გრაფიკის მიხედვით, აშშ-ის თავდაცვითი დანახარჯები, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალია.

“აშშ-სთვის აბსურდულია ამ ცალმხრივი გზის გაგრძელება, როდესაც ურთიერთობა ორმხრივი არ არის. ისინი ჩვენ გვერდით არ ყოფილან”, – წერს ტრამპი.