საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ თავის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ხაზი გაუსვა რამდენიმე წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ევრობიუროკრატების მხრიდან ზეწოლის მცდელობას.
„წლების განმავლობაში არ გაგვიმხელია ეს გაუგონარი ამბავი, რათა ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დამატებით არ გამოგვეწვია შფოთი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზულუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთისთვის სასარგებლო ქმედებაში. არადა, 2019 წლიდან ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ მათი ნაბიჯები მათსავე საქმეს აფუჭებდა. რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოაცხადებენ“, – წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.


