უჩა ინაძე: „ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – არანაირი კავშირი ჩემს აშშ-ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არ აქვს, პირიქით – მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს!“

32

„ყველას მოგესალმებით. როგორც იცით, მე არ ვარ სოციალურ ქსელში აქტიური და არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ბოლო 3 დღეა, “TV ფორმულა” ავრცელებს, რომ თითქოს, მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში”, – წერს უჩა ინაძე სოციალურ ქსელში.

„ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ-ში, სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს, ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – არანაირი კავშირი ჩემს აშშ-ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობას არ აქვს, პირიქით – მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს!“ – წერს ინაძე.