სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტავს, რომ
მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია.
“მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას მიერ წარმოდგენილი ჩივილების შესაბამისად, ის გადაყვანილ იქნა კლინიკა “ვივამედში”, დიაგნოზის დასმის მიზნით. კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად, ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა.
მიუხედავად მსჯავრდებულის მოთხოვნისა, რომ დაბრუნებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში, ის მოთავსებულ იქნა კლინიკაში, შემდგომი დინამიკური დაკვირვების მიზნით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნებისმიერ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.


