“ნიკო არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ. არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ძალიან ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი. ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა”, – განაცხადა ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტთსნ დაკავშირებით დაკავებული ნიკო ხურცილავას მეგობარმა, გიორგი ქართველიშვილმა.
,,როცა დაინახა, რომ თავის ქვეყანას შეეხო ადამიანი და თავისი ქვეყნის ისტორიას, და ეს ადამიანი შეხვდა, უბრალოდ, ქუჩაში, გამოხატა ის რეაგირება, რაც გამოხატა და რაც მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში რამდენიმე საათში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავისი ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს. ე.წ. იუმორისტი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა. თუ გადავხედავთ მის “მოღვაწეობას”, თუ რას აკეთებს გადაცემებში, ის ეხება ჩვენს ქართულ იდენტობას, ეკლესიებს“, – განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.


