მალთაყვის ოქროს ტბაზე სტარტი აიღო ევროპისა და აფრიკის ღია პირველობამ წყალსათხილამურო სპორტის სახეობაში

12

დღეს, მალთაყვის ოქროს ტბაზე სტარტი აიღო ევროპის და აფრიკის ღია პირველობამ წყალსათხილამურო სპორტის სახეობაში.

ტურნირში 21 ქვეყნის 80-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
სლამომში, ფიგურებსა და ტრამპლინში გასამართი ორდღიანი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, 26 ივლისს, ფინალური შეჯიბრება გაიმართება, დღეს კი ევროპირველობის გახსნის საზეიმო ცერემონია შედგება.

“საერთაშორისო ექსპერტების აღნიშვნით, ფოთი მოხვდა იმ რუკაზე, რასაც ჰქვია წყალსათხილამურო სპორტის მთავარი ობიექტი. ამით მინდა გითხრათ, რომ წესით, უნდა გაიზარდოს როგორც ქვეყნის, ისე სპორტის სახეობის პოპულარიზაცია

ძალიან ლამაზი საყურებელია, ამიტომ 24-დან 26-ის ჩათვლით ყველას ვიწვევთ ამ საოცარ ადგილას, რომელიც მომზადდა იმისთვის, რომ ყველამ – როგორც სპორტსმენებმა, ისე მაყურებლებმა, მიიღოს სიამოვნება”, – განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა.