„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას „ფეისბუკ“ პოსტს ეხმიანება, რომელშიც გვარამია MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილს ემუქრება. აღნიშნულ მუქარას წინ უძღოდა გიორგი ქართველიშვილის ინიციატივა ახალი სახალხო მოძრაობის ჩამოყალიბების შესახებ.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, „ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ – ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება.
მისივე თქმით, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის ნიკა გვარამიაზეც კი არ ძალადობს. ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედები და ჯალათები მადლობას უნდა უხდიდეთ ხელისუფლებას, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ – მორგში რომ არ დაამთავრეთ იმისთვის.
„ამ „რაზგონით“, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა“ – ნიკა გვარამიას ეს მუქარა რომ რეალურია იცის ყველამ, ვისაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პირობებში საქართველოში მოუწია ცხოვრება.
იმ წლებში ციხეც მორგს ნიშნავდა, თავისუფლებაზე ყოფნაც და ყველაფერი, თუკი ეს რეჟიმს სჭირდებოდა, ან არ სჭირდებოდა, მაგრამ მოესურვებოდა… ასე რომ, ნიკა გვარამიას რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლაც ბევრი ამთავრებდა „მორგში“.
საბედნიეროდ, საქართველოს დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არცერთ მოქალაქეზე, მათ შორის ნიკა გვარამიაზეც კი არ ძალადობს. ამიტომაც, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შემოქმედები და ჯალათები მადლობას უნდა უხდიდეთ ხელისუფლებას, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ – მორგში რომ არ დაამთავრეთ იმისთვის.
და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არათუ არ ძალადობს, არამედ სამართალდამცავი უწყებები მათი უფლებების, პირველ რიგში – სიცოცხლის უფლების დაცვას უზრუნველყოფენ, ვფიქრობ, ნიკა გვარამია მინიმუმ ფრთხილად უნდა იყოს, როცა ასეთ მუქარას აჟღერებს, რადგან სახელმწიფო და სამართალდამცავი უწყებები ყველგან და ყოველთვის ვერ იქნებიან, მის მიერ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასრულებული მუქარების გამო კი, მისი დღევანდელი სტატუსი შესაძლოა ვინმემ სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხედ აღიქვას და თავდაცვის მიზნით რაღაც მოიმოქმედოს“, – წერს ქართველიშვილი.


