„მთავრობაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს“ – პრემიერი

9

“მთავრობაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და მინისტრი კახაბერ გულედანი დაიკავებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.