საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი რეჟისორ, რობერტ სტურუას დაბადების დღეს ულოცავს.
„მისი შემოქმედება ქართული თეატრის ისტორიის საგანძური და განუყოფელი ნაწილია. მან შექმნა უნიკალური მხატვრული სამყარო, რომელმაც ქართული კულტურა კიდევ მეტად გააცნო მსოფლიოს და მაყურებელთა არაერთ თაობას თეატრალური ხელოვნების ახლებური, სიღრმისეული აღქმა ასწავლა.
ბატონ რობერტს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობასა და კიდევ მრავალ ნაყოფიერ წელს. დარწმუნებული ვარ, მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა მუდამ დარჩება შთაგონების წყაროდ ქართული კულტურისთვის“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.


