მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: “აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ, დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი”

10

“აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ, დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი”, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას.

მისი თქმით, მედიკამენტი დიდი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს.

„მოსამზადებელი სამუშაოები საკმაოდ დიდი მოცულობის არის. ეს გულისხმობს პაციენტების ინდივიდუალური გამოკვლევებიდან დაწყებული დამთავრებული ექიმების ტრენინგებით. ამასთან დაკავშირებით შეთანხმებული ვართ კომპანიასთან, რომ ამ კუთხით გვექნება თანამშრომლობა.

აუცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო ამ მიმართულებით. იქ არის გარკვეული კლინიკური მაჩვენებლები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პაციენტი. იმავდროულად, რაც პოტენციური გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს, იმის მართვისთვის მონაცემები, რომელსაც აუცილებლად პერმანენტულად უნდა ვაკვირდებოდეთ და ა.შ. ყველა ეს საკითხი მოითხოვს სკრუპულოზურ მუშაობას. საბედნიეროდ, დღეს უკვე ამ ფაზაში ვართ, როდესაც ამ საკითხებზე მუშაობა იწყება. ეს არის მოსალოცი ამბავი და ეს არის ამბავი, რომელიც რეალურად ზრდის ამ დაავადებასთან ბრძოლის შესაძლებლობას საქართველოსთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.