გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პასუხს სცემს პოლიტოლოგ გია ნოდიას იმ სტატუსზე, რომელიც ამ უკანასკნელმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.
გია ნოდია მე გიგა ავალინის დედა ვარ.
მაინტერესებდა თქვენი პოსტი, რადგან იმ რაღაც 10 თვიანი მინისტრობის დროს, ჩემთვის, როგორც რიგითი მასწავლებლისთვის, თქვენ ავტორიტეტი იყავით.
შესაბამისად მაინტერესებდა იმ ადამიანის აზრი, ვისაც ვაფასებდი.
პოსტის კითხვა შევწყვიტე, “მასწავლებელი მამრი” რომ წავიკითხე.
თქვენ გაქვთ უფლება, საკუთარი აზრი გქონდეთ და გამოხატოთ კიდეც, ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ვინ მოგცათ უფლება, რომ ჩემს შვილს “მასწავლებელი მამრი” უწოდოთ?!
სხვა რამის თქმას ამის დამწერი ადამიანისთვის, აზრი არ აქვს, უბრალოდ ვწუხვარ, თქვენ რომ განათლების სისტემა განდეს, თუნდაც 10 თვით”, – წერს ეკა კუპატაძე.


