მიხეილ ყაველაშვილი: “ჩვენ ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაში ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის ოკუპაციის განმხორციელებელი, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი”

49

“ჩვენ ყველგან გვქონდა დავა რუსეთის სახელმწიფოსთან და ყველგან გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით. ყველა დავაში ჩვენ ვამხილეთ რუსეთი, რომ ის არის განმხორცილებელი ოკუპაციის, ჩვენი ტერიტორიების, მან ჩაიდინა დანაშაული ჩვენ წინაშე და ეს არის აღიარებული ფაქტი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.

„ამათ [ოპოზიციას] საკითხის ასე დაყენება უნდათ, რომ თითქოს, ჩვენ რუსეთის ინტერესებს ვიცავთ და რუსი ხალხის ინტერესებზე ვსაუბრობთ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა.

აგვისტოს დღეებში გვყავდა ხელისუფლება, რომელსაც პასუხისმგებლობა გააჩნდა საკუთარი სახელმწიფოს, საკუთარი ხალხის წინაშე. ამ პასუხისმგებლობის მოუხედავად, მათ ჩაიდინეს უგუნური ქმედება, ჩაიდინეს დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. ეს საკითხები რომ არ დაისვას და ხალხმა სიმართლე რომ არ გაიგოს, ამიტომ შემოაქვთ ეს თემა – რუსეთმა დაიწყო ომი თუ საქართველომ. ეს არის უბედურება, რომ არ უნდათ, ქართველმა ხალხმა სრული სიმართლე იცოდეს, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.