საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა

43

რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესი

60+ წუთით დაგვიანება – მგზავრს შეუძლია, მოითხოვოს ბილეთის სრული ანაზღაურება ან მარშრუტის შეცვლა დამატებითი ხარჯის გარეშე.

60-120 წუთით დაგვიანება – კომპენსაცია ბილეთის ღირებულების 25%.

120+ წუთით დაგვიანება – კომპენსაცია ბილეთის ღირებულების 50%.

60 წუთზე მეტი დაგვიანებისას – მგზავრს უფასოდ უნდა შესთავაზონ საკვები და სასმელი, საჭიროების შემთხვევაში კი, განთავსება და ტრანსპორტირება.

დაკარგული ან დაზიანებული ბარგი – გათვალისწინებულია კომპენსაცია.

შშმ და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირებისთვის – სადგურსა და მატარებელში უფასო დახმარება, მინიმუმ 24 საათით ადრე შეტყობინების შემთხვევაში.

საჩივრის შეტანა შესაძლებელია შემთხვევიდან 3 თვის განმავლობაში; განხილვის ვადა – 1 თვე.

მგზავრთა უფლებების დაცვას გააკონტროლებს სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო.