რეგიონული განვითარების მინისტრმა გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

58

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო: საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრებზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა მათი დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობაზე.

ამასთან, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში არსებულ გამოწვევებზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებსა და მათზე ეფექტიანი რეაგირების საშუალებებზე ისაუბრეს.