საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა

62

საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა.

ეკვადორმა კადეტ ძიუდოისტთა შორის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ორი ვერცხლის მედლით დაასრულა.

გიორგი კაპანაძე (-66 კგ) ფინალში კანადელ მეტოქესთან დამარცხდა, გიორგი მჭედლიშვილი (-73 კგ) კი – იაპონელ ძიუდოისტთან.