პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნატა ფერაძის შესახებ: „რეჟიმისგან“ გაქცეული პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა. რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს, რითაც იგი ნატა ფერაძის განცხადებას ეხმაურება.

„რეჟიმისგან“ გაქცეული პირდაპირ „დიქტატურაში“ აღმოჩენილა.

რა ბედისწერაა, რომ სოცმედიაში შეურაცხყოფის დასჯადობის დაუშვებლობაზე წარმოებული ენჯეოპროპაგანდა, ასე ლამაზად, მათივე ხელით დაიმსხვრა“, – წერს პაპუაშვილი.