შალვა პაპუაშვილი: „მოხარულები ვართ, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც ესმის ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ“
„წუხან, რადგან საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყანას, დღეს ხელი ეშლება, რომ სრულად იყოს ჩართული იმ პროცესებში, რომლებიც ევროპული ინტეგრაციისთვის არის საჭირო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ლუქსემბურგის ხელისუფლება, საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტი იქცევიან ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ევროპული ქვეყანა, რომელმაც კითხვები უნდა დასვას და არ აჰყვეს მზა პასუხებს, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკურად დაინტერესებული ჯგუფი აწვდის.
ამიტომ მოხარულები ვართ, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც, დაწყებული ჩვენი რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, ესმის ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


