„ნიკა გვარამია ბოლო პერიოდში მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.
კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.
„გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაზე. პარალელებს ავლებდა ყარაბაღთან და სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია – ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებითა და გაძლიერებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.


