პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: „1 ოქტომბერი ტირანიის დამარცხების თარიღია. ტირანიის, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა ქართველ ხალხს, ბიზნესსა და მოქალაქეებს, ციხეებში აწამებდა მათ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ერი და ბერი გავერთიანდით იმისათვის, რომ ეს ტირანია დაგვემარცხებინა“

„1 ოქტომბერი ტირანიის დამარცხების თარიღია. ტირანიის, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა ქართველ ხალხს, ბიზნესსა და მოქალაქეებს, ციხეებში აწამებდა მათ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ერი და ბერი გავერთიანდით იმისათვის, რომ ეს ტირანია დაგვემარცხებინა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ეს იყო აგენტურა, რომელიც მართავდა საქართველოს უცხო ქვეყნის დაკვეთითა და დაფინანსებით. თან არა ერთი, არამედ რამდენიმე ქვეყნის აგენტურა, რომელიც ყველაზე ბოლოს ემსახურებოდა ქართველ ხალხსა და საქართველოს ინტერესებს. ექსპერიმენტს ატარებდნენ ქართველებზე, საქართველოზე, მის კულტურასა და რელიგიაზე, და აი, ამ უბედურებას წერტილი დაუსვა სწორედ ქართველმა ხალხმა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით.

ჩვენ ეს პრობლემა ბოლომდე ვერ აღმოვფხვერით, მაგრამ მთავარია, რომ წელში გადავტეხეთ – მთელმა ქართველმა საზოგადოებამ კარგად გაიაზრა, თუ რა უბედურება და ტრაგედია მოვაშორეთ ქვეყანას. უფრო მეტიც, ბოლო წლებში რასაც ხელს აწერდნენ ეს მანქურთები და ეს აგენტურა, რასაც ჩვენ ვეძახით კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ – აი, იმ გლობალური ომის პარტიის დაკვეთით, „დიფ სთეითითა“ და ჩრდილოვანი მმართველობით ხდებოდა ეს ყველაფერი. შექმნეს აქ ეს პარტიები – ფსევდო, ვითომ ეროვნული ინტერესების გამტარებელი ძალები, სინამდვილეში კი თითოეული მათგანის უკან იდგა კონკრეტული დამკვეთი, რომელიც დაფინანსებასთან ერთად მათ აძლევდა სამოქმედო გეგმას, თუ როგორ ჩაეთრიათ ეს ქვეყანა ომში, როგორ უნდა ყოფილიყო საქართველო ფრონტის ხაზზე ჩართული და როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოს პოლიგონად ქცევა მსოფლიო გადანაწილების პროცესში. აი, ამ უბედურებას, ამ ტრაგედიას -პირდაპირ უნდა ვთქვათ – ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებითა და ლიდერობით, და ჩვენი ხელისუფლების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკით ჩვენი ქვეყანა ავარიდეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.